მუნიციპალიტეტები
VOLIS-e tutvustus

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება VOLIS-ში!

VOLIS (ადგილობრივი დემოკრატიული პროცედურების სისტემა) შეიქმნა იმ მიზნით, რომ: - ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მიიღონ გადაწყვეტილებები სწრაფად, მარტივად და ნაკლები ფინანსური რესურსით, რისთვისაც გამოვიყენებთ კომპიუტერულ პროგრამას; - ადგილობრივი თვითმმართველობების გადაწყვეტილებების შესახებ სრული ინფორმაცია გაზიარებულ იქნას საზოგადოებასთან და მოხდეს მოსახლეობის წახალისება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესებში. VOLIS-ი ქმნის სამუშაო გარემოს საკრებულოს და ადგილობრივი მთავრობების წევრებისთვის და აჩვენებს მოსახლეობას თუ რა ხდება სხდომების დღის წესრიგის და კენჭისყრის შედეგების ჩათვლით. ასევე პროგრამა ინტერნეტის საშუალებით ავტომატურად ამზადებს სხდომების პროტოკოლს/ანგარიშს.

საინფორმაციო სისტემის ძირითადი მახასიათებლები:

- ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მართვა და გადამუშავება
- შეხვედრებში მონაწილეობის სხვადასხვა შესაძლებლობები, ვირტუალური მონაწილეობის ჩათვლით
- ელექტრონული კენჭისყრისთვის ID ბარათი
- სხდომის პროტოკოლის ავტომატური მომზადება
- სხდომების ვებ-ტრანსლაციის და ჩანაწერების არქივი
- მონაწილეობითი დემოკრატია &ndash მონაწილეობითი ბიუჯეტირების ყველა პროცესის ელექტრონულად განხორციელების შესაძლებლობების ჩათვლით, ასევე მოსახლეობის წინასწარი გამოკითხვა, სადაც მოსახლეობის ელექტრონული ხმის მიცემა დაცულია
 

VOLIS-ის დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას ახორციელებს ესტონეთის მუნიციპალიტეტების ასოციაცია.

Volis-ის პირვანდელი ვერსიის დაფინანსება მოხდა ევროკავშირის თანხებით, ევროპის რეგიონული განვითარების ფონდიდან. VOLIS არის უფასო ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამა!